fbpx
4 მიზეზი, რატომ არ ყიდულობს მომხმარებელი შენს პროდუქტს

4 მიზეზი, რატომ არ ყიდულობს მომხმარებელი შენს პროდუქტს

თარიღი: 5 April, 2021

როდესაც მომხმარებელს სურს Apple-ის კომპიუტერის შეძენა, ამ სურვილის უკან ბევრი ფაქტორი იმალება – საჭიროება, ნდობა, ავტორიტეტი, მომსახურება და სხვა. ამის საპირისპიროდ, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელთა არსებობაც ხელს უშლის პროდუქტის გაყიდვას.

გაეცანი, 4 მიზეზს, რომელიც აბრკოლებს შენი პროდუქტის გაყიდვას:

დაბრკოლება N1 –

მომხმარებელი ვერ ხედავს საჭიროებას

4 მიზეზი, რატომ არ ყიდულობს მომხმარებელი შენს პროდუქტს

მომხმარებელი უნდა ხვდებოდეს, რომ პროდუქტი საჭიროა, ამ დასკვნამდე კი შენ უნდა მიიყვანო. ყველა რეკლამა, კამპანია ამ იდეას უნდა ატარებდეს.

მაგალითად, რატომ მჭირდება Apple-ის კომპიუტერი: იმიტომ, რომ მისი დახმარებით მუშაობის და სწავლის პროცესი უფრო ეფექტურია,მმრავალფეროვანი ფუნქციები,დახვეწილი დიზაინი, ოპტიმიზირებული სისტემა.

დაბრკოლება N2 –

დაბალი ნდობა

4 მიზეზი, რატომ არ ყიდულობს მომხმარებელი შენს პროდუქტს

არასდროს დაპირდე მომხმარებელს გადაჭარბებულად, შენი ყველა დაპირება რეალურად უნდა ჟღერდეს. სხვა შემთხვევაში მომხმარებელი არ გენდობა და არც შენს პროდუქტს არ შეიძენს.

მაგალითად, Apple-ის ყველა კამპანია მიზნად ისახავს მომხმარებლის ნდობის მოპოვებას, ბრენდს სხვადასხვა თემატიკაზე აქვს მორგებული საკუთარი პროდუქტი.

დაბრკოლება N3 –

არ გაქვს ბიუჯეტი

4 მიზეზი, რატომ არ ყიდულობს მომხმარებელი შენს პროდუქტს

თუ არ გაქვს ბიუჯეტი, მომხმარებელს ეჭვი ეპარება შენს შესაძლებლობებში. ამიტომ აუცილებლად მიაქციე ყურადღება ამ ფაქტორს. თუ შენი შემოსავალი იზრდება, სხვა ბრენდებიც და მომხმარებლებიც უფრო მეტად გაფასებენ.

დაბრკოლება N4 –

არ გაქვს ავტორიტეტი

4 მიზეზი, რატომ არ ყიდულობს მომხმარებელი შენს პროდუქტს

როგორ იქმნება ბრენდის ავტორიტეტი?

ამ კითხვაზე უამრავი პასუხი შეიძლება მოვძებნოთ, მაგრამ ამ პასუხებს შორის აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ბრენდის იმიჯი, რაც იქმნება რეკლამით, კამპანიით, დიზაინით და იდენტობის სხვადასხვა კომპონენტებით, თუ იმიჯი ცუდად მეტყველებს ბრენდზე ავტორიტეტის შექმნა გაგიჭირდება.