fbpx
ბლოგის წერა

4 მიზეზი, რატომ არ კითხულობენ ადამიანები შენს ბლოგს

თარიღი: 30 September, 2020

თუ შენს ბლოგს ცოტა მკითხველი ჰყავს, მაშინ აუცილებელია გაიგო რა არის ამის მიზეზი. არსებობს მიზეზების კონკრეტული ჩამონათვალი, რომელთა გამოც შესაძლოა ძალიან ცოტა ადამიანი დაინტერესდეს შენი ბლოგით.

გაეცანი 4 მიზეზს და გაიგე რატომ ჰყავს შენს სტატიებს ცოტა მკითხველი:

შენ წერ მხოლოდ ბრენდის შესახებ

sleeping woman in train at daytime

ადამიანები ბლოგებს იმიტომ კითხულობენ, რომ რაიმე ახალი და საინტერესო აღმოაჩინონ. თუ შენი სტატიები მხოლოდ შენს ბრენდს ეხება, ეს ნაკლებად საინტერესო იქნება, შესაძლოა თავიდან დაინტერესდეს მომხმარებელი, თუმცა მერე აუცილებლად მოსწყინდება. წერე შენს ინდუსტრიასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რჩევებზე და ისტორიებზე, რომლებიც გამოსადეგი იქნება მკითხველისთვის.

არ ხარ თანმიმდევრული

white staircase with pink background

როგორი საინტერესო სტატიებიც არ უნდა გქონდეს თუ თანმიმდევრულობა არ შეინარჩუნე მომხმარებელი არ გამოგყვება. მკითხველს უნდა გაუჩინო მოლოდინი, ამისათვის კი აუცილებელია თანმიმდევრულად, სტრატეგიის და გრაფიკის შესაბამისად სტატიების განთავსება.

მაგალითად, თუ შენ სტატიებს დებ კვირაში მხოლოდ 3-ჯერ, მაშინ აირჩიე კონკრეტული სამი დღე პირობითად, ორშაბათი, ოთხშაბათი პარასკევი და ამ დღეებში განათავსე სტატიები.

შეუსაბამო სათაურები

turned-on neon light

დასათაურებები ძალიან მნიშვნელოვანია. მომხმარებელი ჯერ სათაურს ხედავს და ამის მიხედვით ინტერესდება შენი სტატიით. სათაურში აუცილებლად უნდა იყოს ნახსენები ის სიტყვა, რომელზეც წერ ინფომრაციას. წერისას რამდენჯერმე ჰკითხე შენს თავს ამ სათაურის გამო წაიკითხავდი თუ არა კონკრეტულ სტატიას.

ნაცადი ხერხია შეკითხვის დასმა მაგალითად: ,,გაიგე, როგორ გაზარდო სამიზნე აუდიტორია?”

ასევე კარგი არჩევანი ციფრების მითითება სტატიაში, მაგალითად: ,,4 მიზეზი, რატომ არ კითხულობენ ადამიანები შენს ბლოგს. ”

შენი სტატიები არ არის კრეატიული

man writing in dark room

მხოლოდ პროდუქტის დასარეკლამებლად ბლოგების წერა მომხმარებელს ვერ შეგინარჩუნებს. აუცილებელია, კრეატივი. ამისათვის კი ნახე შენს ინდუსტრიაში არსებული ბლოგები, ნამუშევრები ეს შთაგონების პოვნაში დაგეხმარება. კრეატივს მუდმივი შრომა სჭირდება, ამ შრომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი კი არის კვლევა.

მიიღე -100₾ ფასდაკლება ჩვენს კურსებზე

ფასდაკლების მიღება