fbpx
მინიმალიზმი

4 მინიმალისტური ჩვევა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიმუშაო

თარიღი: 19 April, 2021

თუ მობილურ ტელეფონში 10,000 ერთი და იგივე ფოტო გაქვს, ერთი და იმავე კუთხით გადაღებული, რომელთა შორის 8,767 ფოტო დაბურულია, მაშინ დროა მინიმალიზმის შესახებ გაიგო.

მინიმალიზმი – ეს სიტყვა ასოცირდება სისადავესთან, სიმცირესთან, უსარგებლო ნივთების მოშორებასთან. ადამიანები, რომლესაც მინიმალიზმი იზიდავთ, ძალიან ბევრი სასარგებლო ჩვევა აქვთ.

არსებობს 4 მინიმალისტური ჩვევა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიმუშაო:

იყიდე გააზრებულად

blue and brown tote bag

დაემშვიდობე მაღაზიებში დახლებიდან ყველაფრის კალათაში მოთავსებას. ნუ იქნები მხოლოდ ემოციებზე დაყრდნობილი. მაგალითად, როდესაც მაღაზიაში ხედავ ფერად ლამბაქს და გინდა, რომ იყიდო დაფიქრდი, რამდენად გჭირდება ის მოცემულ მომენტში.

ლამბაქის სილამაზით ტკბობა ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, მოგვიანებით კი ბევრი ასეთი ნივთის ერთად დანახვა ძალიან გაგაღიზიანებს და საჭირო ნივთების პოვნაში ხელს შეგიშლის.

იყავი მოწესრიგებული

brown pencil

სუფთა და მოწესრიგებული გარემო დაგეხმარება საქმის პროდუქტიულად შესრულებაში.
რატომ? – იმიტომ, რომ როდესაც გარშემო ნივთები მიმოფანტულია გონებას უჭირს კონცენტრაცია. ამის გარდა, მოუწესრიგებელი გარემო უარყოფითად მოქმედებს განწყობაზე.

ნუ ჩამოტვირთავ ფაილს Email-იდან სახელით: ,,სჰდდ“ , რადგან მოგვიანებით მარტივად შეძლო სასურველი დოკუმენტის პოვნა, ნუ დაყრი გასაღებს და ჩანთას სახლში მისვლისთანავე და სხვა.

დაიცავი ციფრული მინიმალიზმი

person holding gold iPhone 6

თუ მობილურ ტელეფონში 10,000 ერთი და იგივე ფოტო გაქვს, ერთი და იმავე კუთხით გადაღებული, რომელთა შორის 8,767 ფოტო დაბურულია, მაშინ დროა გაცხრილო ისინი.

გამოათავისუფლე მეხსიერება ნებისმიერ ციფრულ პროდუქტში, ნუ შეინახავ უსარგებლო ფოტოებს, ვიდეოებს, Drive-ზე დოკუმენტებს.

დატოვე თავისუფალი სივრცე

მინიმალიზმი

ცარიელი ადგილის შევსება ყოველთვის არ არის საჭირო. მხოლოდ იმის გამო, რომ ოთახში ადგილია, არ ნიშნავს, რომ უნდა შეავსო. სივრცე სუნთქვის საშუალებას გვაძლევს. ამიტომ შეინარჩუნე იგი და მიეცი ოთახს ,,სუნთქვის“ საშუალება.

გამოიმუშავე ეს ჩვევები. პირველ რიგში, შეგიძლია მობილური ტელეფონიდან ერთნაირი სურათების წაშლით დაიწყო.