fbpx
4 გზა, როგორ გადავლახოთ წერის კრიზისი

4 გზა, თუ როგორ გადავლახოთ წერის კრიზისი

თარიღი: 2 April, 2021

ალბათ გქონია ისეთი პერიოდი, როდესაც არანაირი იდეა არ მოგდის თავში, არ იცი რა დაწერო. ამ მოვლენას ,,წერის კრიზისი“ ეწოდება. მის დასაძლევად კი რამდენიმე გზა არსებობს.

გაეცანი 4 მეთოდს, რომელიც წერის კრიზისის დაძლევაში დაგეხმარება:

ადამიანებთან ურთიერთობა

people holding shoulders sitting on wall

ალბათ გყავს ისეთი მეგობრები, რომლებსაც დიდი ხანია ჰპირდები სტუმრობას, ხო და გამოიყენე ეს შანსი და ესტუმრე მათ. მეგობრებთან საუბარი, სიცილი განტვირთვაში დაგეხმარება, მათთან კომუნიკაცია შესაძლოა ახალი იდეის წყაროც კი გახდეს.

შენ ნეგატიური ენერგია, გადაღლა გიშლის ხელს წერაში, საყვარელ ადამიანებთან კომუნიკაცია კი განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. თუ მათთან ერთად წვეულებაზე ან სამოგზაუროდ წასვლის შანსი გაქვს,მაშინ ეს საუკეთესო ვარიანტი იქნება.

დაწერე ნებისმიერი რამე

blue click pen on top of gray book near clear drinking glass

შენ ძირითადად წერ სამიზნე აუდიტორიისთვის, ერგები მათ ინტერესებს, მოთხოვნებს. თუ გადაღლილი ხარ უბრალოდ დაჯექი და დაწერე რაიმე შენთვის, ბლოგი ან დღიური. ამ დროს შენ არ გეშინია კრიტიკის, თავისუფალი ხარ და შენს ყველა სურვილის გადმოტანა შეგიძლია ფურცელზე.

აღწერე, რატომ ხარ იმედგაცრუებული, გადაღლილი, ეს ყველაფერი ნეგატიური ენერგიის გამოთავისუფლებაში ძალიან დაგეხმარება.

გაისეირნე

woman walking on pathway during daytime

ფეხით ხანგრძლივი სიარული საკმაოდ ნაცადი პრაქტიკაა. მშვიდი ქუჩა, გარშემო ხეები და მზე, საუკეთესო კომბინაციაა წერის კრიზისის გადასალახად.

სეირნობის დროს გულის ცემა იზრდება და ენდორფინები გამოიყოფა. ჩარლზ დარვინის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი სწორედ ფეხით სიარული იყო, ეს მას ეხმარებოდა განტვირთვაში. ვარჯიში, ცეკვა და სხვა ნებისმიერი სპორტული აქტივობა ასევე კარგი არჩევანია.

მოიწყე კითხვის შესვენება

person picking white and red book on bookshelf

როდესაც გამოჩენილი მწერლების, ქოფირაითერების ნაშრომებს კითხულობ წერის კრიზისი უფრო მეტად გიტევს, ფიქრობ: ,,რატომ არ შემიძლია მათ მსგავსად წერა.”

ამიტომ, წაიკითხე შენი ძველი ნამუშევრები. პროგრესის დანახვისას შენი მოტივაცია საგრძნობლად გაიზრდება, მიხვდები, სად უშვებდი შეცდომას და როგორ გამოასწორე ისინი.

თუ წერის კრიზისი შემოგიტევს, გაიხსენე ეს 4 მეთოდი და მარტივად შეძლებ მის გადალახვას, წარმატებებს გისურვებ.