fbpx
4 გზა, როგორ გავაუმჯობესოთ საკუთარი თავი ყოველდღე 1%-ით

4 გზა, როგორ გავაუმჯობესოთ საკუთარი თავი ყოველდღე 1%-ით

თარიღი: 12 April, 2021

იღვიძებ, წესრიგდები, მიდიხარ სამსახურში/უნივერსიტეტში ან წასვლის ნაცვლად უჯდები მაგიდას და რთავ Zoom-ს. ეს ერთი შეხედვით მცირე პროცესები, ძალიან ბევრ ნიუანსს მოიცავს: რას აკეთებ, როგორი ცხოვრების სტილი გაქვს, როგორ მუშაობ ან მეცადინეობ ეს ყველაფერი განაპირობებს შენს პროგრესს.

არსებობს 4 გზა, რომელიც საკუთარ თავზე მუშაობაში დაგეხმარება:

იმუშავე ინფორმაციის შეგროვებაზე

person picking white and red book on bookshelf

ყოველდღიურად შენ უნდა შეასრულო ერთი აქტივობა, რომელიც ახალ ინფორმაციას მოგცემს. მაგალითად, თუ გრაფიკული დიზაინერი ხარ შეგიძლია უყურო მასტერკლასს, დაათვალიერო ნამუშევრები, ნახო ვიდეო-გაკვეთილები და სხვა. დღის განმავლობაში გამოყავი 1 საათი, როდესაც რამე ახალს ისწავლი, შედეგს კი ძალიან მალე დაინახავ.

ჩამოწერე შენი მიზნები

brown and black round board

ბევრი ცნობილი ფიგურა სწორედ ამ ტაქტიკას მიმართავდა. ჩამოწერე ყველა საქმე, რომელიც კვირის განმავლობაში უნდა გააკეთო და განსაზღვრე თითოეულის მიზანი. ხშირად გაუმეორე ეს მიზნები შენს თავს, შესაძლოა სულელურად მოგეჩვენოს, მაგრამ ეს ძალიან დაგეხმარება ყველა საქმის თავის დროზე შესრულებაში.

შემოიკრიბე ის ადამიანები, რომლებსაც გინდა რომ ჰგავდე

photo of three women lifting there hands \

ალბათ გსმენია გამოთქმა: ,,მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ.“ ასე რომ გაითვალისწინე, ვისთან ურთიერთობ ეს ძალიან დიდი გავლენას ახდენს შენი პიროვნების განვითარებაზე. სიფრთხილით მოეკიდე იმ ადამიანების შერჩევას, რომლებთან ურთიერთობაც გსურს.

არ შეუშინდე შენი გზით სიარულს

asphalt road between trees

თუ მიგაჩნია, რომ კონკრეტული გზა, მეთოდი, გადაწყვეტილება სწორია, არ შეუშინდე ამ გზით სიარულს. მხოლოდ იმის გამო, რომ რამდენიმე ადამიანი არ გეთანხმება არაფერს ნიშნავს. დაიჯერე საკუთარი თავის და შესაძლებლობების.

გახსოვდეს ეს ოთხი გზა და აქციე ისინი, შენი ყოველდღიურობის ნაწილად.