fbpx
პროდუქტის შეფუთვის ფსიქოლოგია

4 ფსიქოლოგიური ფაქტორი პროდუქტის შეფუთვის შესახებ

თარიღი: 31 July, 2020

გაგიკეთებია არჩევანი კონკრეტულ პროდუქტზე მისი შეფუთვის გამო?-ალბათ, კი. ზოგჯერ ისე ვექცევით ლამაზი შეფუთვის გავლენის ქვეშ, რომ აღარ გვაინტერესებს პროდუქტის ხარისხი, გემო და ღირებულება. შესაძლოა არ დაკვირვებულხარ, მაგრამ როდესაც ორ ერთსა და იმავე სახეობის პროდუქტს შორის აკეთებ არჩევანს შენთვის გადამწყვეტ ფაქტორს, სწორედ შეფუთვა წარმოადგენს. საინტერესოა რა არის ამის მიზეზი?

გაეცანი, 4 ფსიქოლოგიურ ფაქტორს პროდუქტის შეფუთვის შესახებ:

ფორმა გავლენას ახდენს შენს არჩევანზე

fragrance bottle lot

კვლევის თანახმად პროდუქტის შეძენის დროს ჩვენი გადაწყვეტილებების 90%-ზე მეტი შეფუთვის დიზაინით არის განპირობებული. შეფუთვაში კი ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფორმა. ფორმა ეს არის ის კომპონენტი, რომელსაც პირველივეს ხედავს ადამიანის თვალი.

წარმოიდგინე შემთხვევა, მომხმარებელი შედის მაღაზიაში და სურს შეიძინოს წვენი, ათვალიერებს თაროს, რომელზეც განლაგებული პროდუქტები არის ჩვეულებრივი ბოთლის ფორმით წარმოდგენილი, თუმცა ცალკე დევს ბოთლი, რომელსაც ქილის ფორმა აქვს. ეს ფორმა მაშინვე იპყრობს მომხმარებლის ყურადღებას, მას ახსენდება ბებიის მიერ მომზადებული კომპოტი, ბავშვობა, უჩნდება ნოსტალგია და ყიდულობს პროდუქტს. პროდუქტის გაყიდვა ამ შემთხვევაში სწორედ ფორმამ განაპირობა.

ერთიანი სტანდარტი იმისა თუ, როგორი უნდა იყოს პროდუქტის შეფუთვა არ არსებობს, თუმცა აუცილებელია, რომ შეფუთვა იყოს განსხვავებული და უცხო. გახსოვდეთ ფიგურების ფსიქოლოგია და არ დაგავიწყდეთ:

წრე, ოვალი, ელიფსი-უსასრულობა, მარადიულობა, დახვეწილობა, პოზიტივი;

კვადრატი, მართკუთხედი-დაცულობა, საიმედოობა, უსაფრთხოება, ძალა;

სამკუთხედი-დინამიურობა, სტაბილურობა.

ტექსტურა გიბიძგებს პროდუქტის შეძენისკენ

ხუთ ძირითად გრძნობას შორის შეხება ერთ-ერთია. როდესაც ადამიანი კონკრეტულ პროდუქტს ხელში იჭერს მას საკუთრების შეგრძნება უჩნდება, ამიტომ აუცილებელია, რომ პროდუქტს სასიამოვნო, ხავერდოვანი ტექსტურა შეუქმნათ. თუ პროდუქტის დიზაინი კარგად გამოიყურება მომხმარებელს უჩნდება სურვილი, რომ ის ხელში აიღოს, ხელში აღების შემდეგ კი მას ყიდვის სურვილი კი არ უნდა გაუქრეს, არამედ პირიქით, უნდა გაუმძაფრდეს.

წარმოიდგინე სიტუაცია, შედიხარ მაღაზიაში და გსურს ფუნთუშის შეძენა, ერთი ფუნთუშა ქაღალდის პარკშია მოთავსებული, მეორე კი პოლიეთილენის პარკში, რომელს შეიძენდი?- ალბათ იმას, რომელიც ქაღალდის პარკშია მოთავსებული, რადგან ეს შენში უფრო უსაფრთხოების და სისუფთავის შეგრძნებას ტოვებს.

ტიპოგრაფია ქმნის შთაბეჭდილებას

focus photography of silver typewriter pins

ტიპოგრაფია მომხმარებელს შთაბეჭდილებას უქმნის. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას თუ, რომელი ფონტით არის დაწერილი პროდუქტის სახელი. თუ ფონტი უფრო დახვეწილი და უცხოა მომხმარებლისთვის პროდუქტიც ავტომატურად დახვეწილთან და უცხოსთან ასოცირდება, თუ წარწერა უფრო ფორმალური და ჩვეულებრივია მომხმარებელსაც შესაბამისი ემოცია უჩნდება. გაითვალისწინე ტიპოგრაფიის ფსიქოლოგია:

არაფორმალური, მხიარული ფონტი  –ელეგანტურობა, პრესტიჟი;

ხელნაწერის ეფექტი  – მხიარული, სასიამოვნო, ახალგაზრდული;

Serif Print – სტაბილურობა, გამოცდილება, კლასიკა;

Sans-Serif Print  – სიმარტივე, თანამედროვეობა;

Headline– სანდომიანი, მარტივად იპყრობს ყურადღებას.

ფერი იწვევს ემოციას

red flower decor lot

ჩვენ არა ერთხელ ვისაუბრეთ ფერების ფსიქოლოგიაზე, თუმცა ამჯერადაც შეგახსენებ, რომ ფერები დიდ გავლენას ახდენენ ადამიანის ემოციებზე, გადაწყვეტილებებზე. ფერების ფსიქოლოგიის მიხედვით თითოეულ ფერს თავისი მნიშვნელობა აქვს:

წითელი-აღფრთოვანება, საფრთხე, ენერგია, მოქმედება;

ყვითელი-ბედნიერება, ოპტიმიზმი, სითბო, პოზიტივი;

მწვანე-განვითარება, ხარისხი, განტვირთვა, ჯანმრთელობა;

ლურჯი-სტაბილურობა, ჰარმონია, ნდობა, სიმშვიდე.

გაითვალისწინე ყველა ეს ფაქტორი, როგორც პროდუქტის შეძენის, ასევე პროდუქტის შეფუთვის დროს.

მიიღე -100₾ ფასდაკლება ჩვენს კურსებზე

ფასდაკლების მიღება