fbpx
4 ჩვევა, რომელიც ამცირებს შენს პროდუქტიულობას

4 ჩვევა, რომელიც ამცირებს შენს პროდუქტიულობას

თარიღი: 19 March, 2021

თუ ამას კითხულობ ალბათ ეძებ შეცდომებს, რომლებიც ხელს გიშლიან მეტი საქმის შესრულებაში. გსურს მეტი დრო გაატარო მეგობრებთან ან ოჯახთან, ივარჯიშო მეტად, მოასწრო მეტი წიგნის წაკითხვა ან მეტი დროის გამონახვა იმ გეგმის განხორციელებისთვის, რომელიც დიდი ხნის წინ მოიფიქრე.

ასე, რომ თვალი გადაავლე 4 შეცდომას, რომელიც ამცირებს შენს პროდუქტიულობა:

გადაღლამდე მუშაობ

4 ჩვევა, რომელიც ამცირებს შენს პროდუქტიულობას

არის შემთხვევები როდესაც გვიანობამდე მუშაობა გიწევს პროექტის დასასრულებლად, ეს არ არის ის რეცეფტი, რომელიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარება.

პროდუქტიული ადამიანები არ მუშაობენ იქამდე სანამ ყველა დავალებას არ შეასრულებენ, ისინი კონკრეტული შედეგის მისაღწევად საქმეს რამდენიმე დღეზე ანაწილებენ.

კვლევის თანახმად, ჩვენი კოგნიტური შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებისთვის მხოლოდ 3 საათიანი მონაკვეთია დღის განმვლობაში, ასე რომ ნუ გადაღლი საკუთარ თავს, სხვა შემთხვევაში ეს აუცილებლად აისახება საქმის ხარისხზე.

მეტ ყურადღებას აქცევ დეტალებს, ვიდრე შედეგებს

4 ჩვევა, რომელიც ამცირებს შენს პროდუქტიულობას

პროდუქტიულობა არ არის იმაზე დამოკიდებული რამდენი საქმის გაკეთება მოასწარი ერთ საათში, არც იმაზე როგორ გამოიყურება შენი კალენდარი, ნივთები.

შესაძლოა მხოლოდ ერთი საქმის გაკეთება შეძლო დღის განმავლობაში, მაგრამ ის შედეგი გქონდეს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გინდოდა და არა პირიქით, ბევრი საქმე და უხარისხო შედეგებით.

პროდუქტიულობის მთავარი საზომი არის ის, თუ რას ქმნი და არა ის თუ რა პროცესს გადიხარ საბოლოო შედეგამდე. დარწმუნდი, რომ შენს შედეგებს საბოლოო მიზნისკენ მიჰყავხარ.

არ ალაგებ პრიორიტეტებს

შენს შესასრულებელ დავალებებს შორის ყველა თანაბარი მნიშვნელობის არასდროს არ არის. დაიწყე იმით რომელიც კონკრეტული მიზნის მისაღწევად ყველაზე მნიშვნელოვანია. მუშაობის დაწყებამდე დაალაგე საქმეები თანმიმდევრობით, ყველაზე მნიშვნელოვანიდან, ნაკლებად მნიშვნელოვანისკენ.

მუდმივად გეფანტება ყურადღება

4 ჩვევა, რომელიც ამცირებს შენს პროდუქტიულობას

ალბათ მუშაობის დროს ხშირად გაჩერებულხარ მობილურზე მოსული შეტყობინების გამო. ეს ერთი შეხედვით მცირე დეტალი თითქმის 3 წუთამდე დროს გართმევს ყოველდღე. ამის გარდა, როგორც არ უნდა ეცადო ვეღარ დაუბრუნდები საქმეს იმ ყურადღებით, როგორც საქმის შეწყვეტამდე მუშაობდი.

ამის შემდეგ, ეცადე ხმა გამოურთო მობილურს, ნოტიფიკაციებს, მანამ სანამ კონკრეტულ საქმეს არ დაასრულებ.

ახლა უკვე იცი იმ 4 შეცდომის შესახებ, რომელიც ძალიან გიშლიდა ხელს პროდუქტიულ მუშაობაში. გახსოვდეს, სანამ საქმეს მიუჯდები თავი აარიდე ამ შეცდომებს.