fbpx
3D გრაფიკა

3D ანიმაცია – კოსმოსში მოგზაურობა

თარიღი: 7 December, 2020

,,ვფიქრობ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის ერთადერთი გზა არის, რომ უბრალოდ არ დანებდე. დღეს თუ არ გამოგივა ხვალ სცადო, ხვალ თუ არა ზეგ და ასე გააგრძელო სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებ.”

კოსმოსი, ვარსკვლავები, პლანეტები და გალაქტიკა, ლევან მოსეშვილმა 3D გრაფიკა სწორედ ამ თემატიკას დაუთმო. ჯერ კიდევ ბავშვობაში დაბადებული ინტერესი, რომელსაც ის დღეს ნამუშევრების სახით წარმოაჩენს.

-მე ვარ..

მე ვარ ლევან მოსეშვილი, 24 წლის, პროფესიით გრაფიკული დიზაინერი, ვცხოვრობ თბილისში. ყოველთვის მინდოდა 3D ანიმაციის ცოდნა, ამიტომ დავიწყე სწავლა და დღემდე ვსწავლობ. ვსწავლობ რომ უფრო დავიხვეწო და შესაძლებლობები გავაფართოვო.

-ვიდეოს კონცეფცია..

ვიდეოში ნაჩვენებია მზის სისტემის პლანეტები თანმიმდევრობით: მზე, გალაქტიკები, ნისლეულები, ასტეროიდები და ვარსკვლავები. მინდოდა მეჩვენებინა ახლოდან როგორები არიან კოსმოსური ობიექტები. როგორი მრავალფეროვანი და დიდებულები შეიძლება იყოს ისინი.

-რატომ კოსმოსში მოგზაურობა?

ბავშვობიდან მოყოლებული სულ მაინტერესებდა ცაზე მნათობი წერტილები ახლოდან როგორები იქნებოდნენ, სადაც კი რამე წიგნს ვნახავდი კოსმოსზე და ციურ სხეულებზე სულ ვკითხულობდი, ვიწერდი და ვაგროვებდი სხვადასხვა ინფორმაციებს. ვუყურებდი დოკუმენტურ ფილმებს კოსმოსის შესახებ და ყოველთვის მქონდა სურვილი თავადაც შემძლებოდა მსგავსი ვიზუალის შექმნა.

როცა გრაფიკის სწავლა დავიწყე თავიდან ძალიან რთული იყო, ვცდილობდი და სასურველ შედეგს ვერ ვიღებდი, თუმცა არასდროს დავნებებულვარ. ყოველდღე ვსწავლობდი რაღაც ახალს, რაც მეხმარებოდა მიზნების მიღწევაში. ვფიქრობ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის ერთადერთი გზა არის, რომ უბრალოდ არ დანებდე. დღეს თუ არ გამოგივა ხვალ სცადო, ხვალ თუ არა ზეგ და ასე გააგრძელო სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებ.

კოსმოსი

-შთაგონების წყარო..

Youtube-ზე ძალიან საინტერესო არხს წავაწყდი, განსაკუთრებით მომეწონა ფილმი LIFE BEYOND, რომელშიც საკმაოდ შთამბეჭდავი გამოსახულებები და არაჩვეულებრივი მუსიკაა. ამან გამიმძაფრა სურვილი, რომ მსგავს სტილში წარმომეჩინა ჩემ მიერ დანახული კოსმოსი.

კოსმოსი

-სამუშაო პროცესი..

თავიდან ვაგროვებ რეფერენსებს, რაკურსებს, სხვადასხვა კომპოზიციებს. შემდეგ ვიწყებ იმ ატმოსფეროს წარმოდგენას როგორიც მინდა რომ ვიდეოს ჰქონდეს. მუსიკის შერჩევაც თავიდან დავიწყე და მის მიხედვით შევარჩიე კომპოზიციები.

კოსმოსი

სრული პროექტის ლინკი