არქიკადის კურსი

სპიკერი

დათა თედიაშვილმა დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი (ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი).

2018 წლიდან დღემდე არის საპროექტო კომპანია „ინოსისტემსის“ მთავარი არქიტექტორი, სადაც ძირითადი მიმართულებაა სამრეწველო ობიექტების კომპლექსური პროექტირება.

ასევე არის კომპანია STUDIO 104 – ის თანადამფუძნებელი და დირექტორი. STUDIO 104-ის მიმართულებაა სამოქალაქო ობიექტების პროექტირება და ინტერიერის დიზაინი.

2017-2018 წლებში მუშაობდა კომპანია „რესტორატორში“ არქიტექტორის და ტექნოლოგიური პროექტირების მიმართულებით.

2014-2017 წლებში მუშაობდა ქ. გორის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სამსახურის სივრცითი მოწყობის და არქიტექტურულ-სამშენებლო რეგულირების განყოფილების უფროს სპეციალისტად.

2013-2014 წლებში მუშაობდა სამთავისისა და გორის ეპაქიის საპროექტოში არქიტექტორის დამხმარედ.

არქიკადის კურსის აღწერა

ArchiCAD არის პროგრამა, რომელიც ყველა დიზაინერმა უნდა იცოდეს, რათა თავი გაართვას სხვადასხვა სირთულის პროექტს.  კურსის გავლის შემდეგ სტუდენტები შეძლებენ ArchiCAD-ში შეასრულონ რთული არქიტექტურული დავალებები და პროექტები, როგორც ინტერიერის, ასევე ექსტერიერის კუთხით. ArchiCAD-ის კურსი მოიცავს მარტივი კონსტრუქციული და საინჟინრო გადაწყვეტების პროექტირების შესწავლას (ArchiCAD MEP მოდელირებას) რაც სამომავლოდ სტუდენტებს დაეხმარებათ პროექტის დაგეგმარებასა და მის განხორციელებაში.

ლექცია 1

  • შესავალი, პროგრამა არქიკადის მიმოხილვა და მისი ინტერფეისის გაცნობა
  • ArchiCAD-ის თავისებურებები და გამოყენების სფეროები
  • პანელებისა გამოტანა-განლაგება. ფურცლის მაშტაბში მოყვანა
  • ხაზები და მისი თვისებები, წრეწირები, ელიფსები
  • ღერძის ხაზების გამოყვანა, კედლები, სვეტები, რიგელები მათი გამრავლება და გადაადგილება
  • მართობული და პარალელური ხაზების გავლება, დაღერძვა
  • პრაქტიკული დავალება

ლექცია 2

  • იატაკი, კედლები, გადახურვა (ქანობიანი და გუმბათიანი)
  • ტექსტის ფორმატირება
  • სართულები, სართულშუა ნიშნულები, პერგამენტი.
  • სურათის შემოტანა და მასზე ნახაზის დატანა, ფენები.
  • PDF ფორმატის ფაილის დაშლა ნახაზის ფრაგმენტებად.
  • მოდიფიკატორების მიმოხილვა.
  • პრაქტიკული დავალება

ლექცია 3

  • კიბეების აწყობა, პანდუსები, რელიეფის აგება იზოგიფსებით.
  • ჭრილები და ფასადები, ზომის ხაზების გამოტანა, ნიშნულები.
  • გეგმაზე ფართობების დათვლა.
  • გამზადებული ბიბლიოთეკის ობიექტები, 3-D ვიზუალიზაცია (რენდერი)
  • დამხმარე ინსტრუმენტების (Line, polyline) გამოყენება.
  • პროექტის ნიმუშის (Template) შექმნა.
  • პრაქტიკული დავალება

ლექცია 4

  • სრული პროექტის და ცალკეული კვანძების შენახვა სხვადასხვა ფორმატში.
  • სამშენებლო კვანძების, დეტალების, განშლის და 3D დაფიქსირებული ხედების გამოტანა
  • არსებული შრეების (Layers) მიმოხილვა.
  • მოპირკეთების მასალების და ობიექტების შემოტანა.
  • მრავალსართულიანი სახლის პროექტირება.
  • პრაქტიკული დავალება

ლექცია 5

  • ობიექტების, მასალების, კიბეების, კარ-ფანჯრების, კედლების, კოლონების, კოჭების შექმნა.
  • კიბის და მოაჯირის ინსტრუმენტის დაწვრილებითი შესწავლა.
  • Curtain Wall, Morf და Shell ინსტრუმენტების მიმოხილვა.
  • პროექტის მიბმა არსებულ ლანდაშაფტთან (რეალური გეოდეზიური მონაცემებით)
  • პრაქტიკული დავალება

ლექცია 6

  • რთული კონსტრუქციის ობიექტების შექმნა და შენახვა სხვადასხვა ფორმატში.
  • ახალი სტილების (Options-Element Atributes) შექმნა.
  • Curtain Wall, Morf და Shell ინსტრუმენტების დაწვრილებითი შესწავლა.
  • არქიკადის დამტებები.
  • 2D ვიზუალიზაცია – 3D ფაქტურების გადმოტანა 2D-ში და ფაქტურების დადება Fill- ინსტრუმენტის საშუალებით.
  • 3D ვიზუალიზაცია – რენდერი (Basic, Sketch, Maxon, Corona)
  • პრაქტიკული დავალება

ლექცია 7

  • ხარჯთაღრიცხვა, განახლებადი სპეციფიკაციები;
  • არქიკადის თავსებადობა სხვა პროგრამებთან;
  • MEP მოდელირების ხელსაწყოები;
  • საინჟინრო დამატებები და მათი თავისებურებები;
  • ყველა ინსტრუმენტის დაწვრილებითი მიმოხილვა;
  • რთული კონსტრუქციის მრავალსართულიანი შენობების პროექტირება (არასტანდარტული ხერხებით)
  • რთული 3D ვიზუალიზაციის შექმნა ArchiCAD-ში
  • ინტერიერი, განათება;
  • პრაქტიკული დავალება

ლექცია 8

ფინალური გამოცდა: გამოცდის ფარგლებში სტუდენტები შექმნიან ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურულ პროექტს.
გამოცდისას ყურადღება მიექცევა შემდეგ საკითხებს:

  • მოცემული პროექტის დროის მონაკვეთში სწორად გადანაწილებას.
  • მოდელირების პროცესში გამოყენებულ რთულ ობიექტებს.
  • პროექტირებისას გამოყენებულ დეტალიზებულ კვანძებს.
  • მატერიალებისა და განათების სწორად განთვსებას.
  • რენდერის პარამეტრების სწორად შექმნას.
  • პროქტის დასრულებული ვერსიის პრეზენტაბელურობას.

ტრენერები

ArchiCAD kursi

დათა თედიაშვილი