UI & UX დიზაინი (საბაზისო კურსი)

სპიკერი

ბაჩო ბარნაბიშვილი უკვე 6 წელზე მეტია რაც UI/UX დიზაინერის
პოზიციაზე მუშაობას საქართველოში არსებულ წამყვან კორპორაციებში.
კარიერა 2013 წელს ერთ-ერთ ქართულ ვებ სტუდიაში დაიწყო. ბოლო
წლების განმავლობაში მან შეიმუშავა 50-მდე ვებ გვერდის და მობილური
აპლიკაციის დიზაინი.

ბოლო სამი წლის განმავლოშაბი ბაჩო ფოკუსირებულია საბანკო
სერვისების და ციფრული პროდუქტების დიზაინზე. თითქმის ორი წელია
წარმატებით აგრძელებს საქართველოს ბანკში მოღვაწეობას UI/UX
დიზაინერის პოზიციაზე.

2015 წლიდან ღებულობს მონაწილობას საქართველოში არსებულ ტექნოლოგიურ და საგანმანათლებლო პროგრამებში.

2017 წლის ბოლოს Motion Design School-ის პროფესიონალური კურსის დამთავრების შემდეგ ის გახდა საქართველოში ერთ-ერთი პირველი ინტერაქციული დიზაინის სერთიფიცირებული სპეციალისტი. 2018 წელს ის გახდა კრეატივის და ინოვაციების მსოფლიო პლატფორმის Awwwards-ის ახალგაზრდა ჟიური. ის დღემდე აგრძელებს კლავიფიკაციის ამაღლებას ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ის მუშაობდა შემდეგი ორგანიზაციების პროექტებზე: კრედო ბანკი, ჯიპიაი ჰოლდინგი, საქართველოს ბანკი, მაკდონალდსი, ვივუსი, თიბისი ბანკი, შსს მომსახურების სააგენტო და სხვა…

კურსის აღწერა

კურსი მოიცავს იმ ძირითად საკითხებს, რომლის ცოდნაც აუცილებელია UI/UX დიზაინერად მუშაობისთვის.კურსის განმავლობაში სტუდენტები დაეუფლებიან Adobe Experience design-სა და SketchApp-ს, რის შემდეგაც ისინი დამოუკიდებლად შეძლებენ ციფრული პროდუქტების დიზაინის შექმნას.

ასევე ექნებათ შესაძლებობა მიიღონ ცოდნა იმის შესახებ თუ რა არის საჭირო ფრილანს კარიერის დასაწყებად, როგორც საქართველოში ასევე მსოფლიოში არსებულ სხვადასხვა პლატფორმაზე.

ყოველი შეხვედრის შემდეგ მიღებული პრაქტიკული სამუშაოები და რეალური ქეისების განხილვა დაეხმარებათ სტუდენტებს მიიღონ ცოდნა, რაც სამომავლო პროფესიულ საქმიანობაში გამოადგებათ.  

კურსის ბოლოს სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაიცნონ საქართველოში მოღვაწე თითქმის ყველა წარმატებული UI/UX დიზაინერი, რომლებიც გაუწიარებენ საკუთარ გამოცდილებას და მიღწევებს აღნიშნულ სფეროში.

კურსის სილაბუსი

ლექცია 1

შესავალი

  • ტრენერის გაცნობა
  • საჭირო რესურსების გაზიარება
  • კურსის მოკლე მიმოხილვა

ლექცია 2

UI/UX დიზაინის ისტორია

  • ვებ და მობაილ დიზაინის ისტორია
  • ინდუსტირაში არსებული ტრენდების და მოთხოვნების გაზიარება
  • პრაქტიკული დავალება

ლექცია 3

UI დიზაინი: Photoshop vs Adobe XD vs Sketch App

  • ძირითადი ხელსაწყოების ზოგადი გარჩევა (Photoshop vs Adobe XD vs Sketch App)
  • მზა რესურსების და Plugin-ების გაზიარება
  • პრაქტიკული დავალება

ლექცია 4

Adobe XD

  • Adobe XD-ის სამუშაო ინტერფეისის დეტალური გარჩევა
  • მზა რესურსების გაზიარება
  • სქრინების პროტოტაიპინგი XD-ის გამოყენებით
  • პრაქტიკული დავალება

ლექცია 5

კომპონენტების მნიშვნელობა ვებ აპლიკაციის შექმნის დროს

  • არსებული ვებ კომპონენტების გარჩევა
  • ძირითადი ვებ ელემენტების შემუშავება
  • პრაქტიკული დავალება

ლექცია 6

საიტის რუკა და Wireframe-ის აწყობა

  • საიტის რუკის აწყობა
  • Wireframe-ის შექმნის მეთოდები
  • პრაქტიკული დავალება

ლექცია 7

UI დიზაინის პატერნები

  • თანამედროვე ვებ დიზაინ სტილების გარჩევა
  • პრაქტიკული დავალება

ლექცია 8

ფერები და ფონტები

  • ფერების შერჩევა ინტერფეისისთვის
  • ფერების Guideline-ის გამოყენების წესები
  • ფონტების შერჩევა ინტერფეისისთვის
  • პრაქტიკული დავალება

ლექცია 9

სურათები და ფიქტოგრამები

  • სურათების და გრაფიკული ასეტების შერჩევა ინტერფეისითვის
  • სურათების Guideline-ის შემუშავება ინტერფეისისთვის
  • ფიქტოგრამების მოძიების და დამუშავების გზები (SVG ფორმატის გარჩევა)
  • პრაქტიკული დავალება

ლექცია 10

Repsonsive დიზაინი

  • დიზაინის ადაპტაცია ნოუთბუქი/პლანშეტი/მობილური
  • პრაქტიკული დავალება

ლექცია 11

ინტერაქციული პროტოტიპის შექმნა Principle App-ის გამოყენებით

  • მთლიანი ლეიალუთის ანიმაცია Principle App-ის გამოყენებით
  • მიკრო ინთერაქშენის ანიმაცია Principle App-ის გამოყენებით
  • პრაქტიკული დავალება

ლექცია 12

პროტოტაიპინგი MarvelApp-ის გამოყენებით

  • ინტერაქციული პროტოტიპის შექმნა არსებული დიზაინის გამოყენებით
  • დიზაინის კლიენტთან გაზიარების სხვადასხვა გზები
  • პრაქტიკული დავალება

ლექცია 13

პერსონალური პორტფოლიოს შექმნა

  • მზა პლატფორმების გამოყენება კარიერული ზრდისთვის (Behance, Dribbble, Uplab და ა.შ)
  • პრაქტიკული დავალება

ლექცია 14

ფრილანს პროექტების მოძიების გზები

  • კარიერაში პირველი პროექტების მოძიების გზები (Upwork, Toptal და ა.შ)
  • პრაქტიკული დავალება

ლექცია 15

საფინალო პროექტის პრეზენტაცია

  • მიღებული დავალებების წარდგენა
  • UX ექსპერტებთან შეხვედრსითვის მომზადება
  • პრაქტიკული დავალება

ლექცია 16

UX ექპერტებთან შეხვედრა

  • პროექტების წარდგენა/გაზიარება
  • რჩევების მიღება საქართველოში მოღვაწე UX სპეციალისტებისგან
  • პრაქტიკული დავალება

ტრენერები

ბაჩო ბარნაბიშვილი