მობილური ფოტოგრაფია

სპიკერი

გიორგი ჯანიკაშვილი არის პროფესიონალი მობაილ-ფოტოგრაფერი და 8 წელზე მეტია რაც ამ სფეროში მოღვაწეობს.

2014 წლიდან დღემდე, გიორგი თანამშრომლობს ისეთ კომაპნიებთან როგორებიცაა “ელიტ ელექტრონიქსი,” “ბადაგონი,” არასამთავრობო ორგანიზაცია “სიქა,” “iPhone+” და ა.შ.

ხოლო 2017 წლიდან ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიასთან ერთად დაიწყო საფეხმავლო ფოტო-ტურების მოწყობა თბილისის მასშტაბით და მართავს Instagram-Facebook-Booking-Gurushot-flickr პლატფორმებს.

ამავდროულად არის ტექნოლოგიური ინტერნეტ-დაიჯესტის „ტექნოპედიის“ რედაქტორი და კრეატორი.

კურსის აღწერა

კურსი მოიცავს იმ ძირითად საკითხებს, რომლის ცოდნაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ფოტოგრაფიისა და კერძოდ მობილური-ფოტოგრაფიის სფეროში მუშაობისთვის. კურსის განმავლობაში სტუდენტები დაეუფლებიან გადაღებისა და შემდგომ დამუშავების მრავალ, აქტუალურ და უნიკალურ ტექნიკას, რის შედეგადაც დამოუკიდებლად შეძლებენ ფოტოგრაფიის სფეროში თავის დამკვიდრებას.

ასევე ექნებათ შესაძლებლობა, შეისწავლონ როგორ გახდნენ სოციალური მედიის ინფლუენსერები და მიიღონ ფინანსური სარგებელი.

კურსის ბოლოს სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაიცნონ და გაესაუბრონ საქართველოში ცნობილ ფოტოგრაფებსა თუ სოციალური მედიის ინფლუენსერებს და გაიზიარონ მათი გამოცდილება ამ სფეროში.

გაცემული სერტიფიკატით, მათ შესაძლებლობა ექნებათ ნებისმიერ კომპანიაში კონტენტ-კრეატორად დაიწყონ მუშაობა, განსაკუთრებით ახლა, როდესაც კომპანიები ამ კუთხით სერიოზულ კრიზისს განიცდიან, ან სულაც საკუთარი სოციალური გვერდის დახმარებით გახდნენ ფინანსურად უზრუნველყოფილნი.

კურსის სილაბუსი

ლექცია 1

შესავალი

  • ტრენერის გაცნობა
  • ლექციებისთვის საჭირო მასალების გაცნობა და გაზიარება
  • მობაილ ფოტოგრაფიის უპირატესობა
  • მობაილ ფოტოგრაფიის ბენეფიტები და მოთხოვნა ბაზარზე
  • პრაქტიკული დავალება

ლექცია 2

სმარტფონის კამერის მუშაობის პრინციპი

  • სმარტფონის კამერის აგებულების განხილვა
  • სხვადასხვა ოპერაციული სისტემების დამოკიდებულება კამერებთან
  • ფოტოგრაფიაში ISO და EV პარამეტრების მნიშვნელობა
  • მრავალ კამერიანი და მონო კამერიანი სმარტფონების დეფინიცია
  • პრაქტიკული დავალება

ლექცია 3

გადაღების სხვადასხვა რეჟიმები

  • სმარტფონის რეჟიმების განხილვა
  • სმარტფონის კამერის სამომხმარებლო ინტერფეისის განხილვა
  • ღამის, მაკრო, პორტეტ და პეიზაჟ ფოტოგრაფიის შესწავლა
  • პრაქტიკული დავალება

ლექცია 4

წარმოებისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა

  • Adobe Photoshop Express, Snapseed, VSCO, Adobe Light Room, Adobe Premiere, Retouch, Lens Distortion პროგრამების შესწავლა
  • პრაქტიკული დავალება

ლექცია 5

სოციალური მედიის მენეჯმენტი

  • სოციალური მედიის სწორად გამოყენება
  • აქტიური და პასიური საათობრივი რეჟიმების ამოცნობა და გენერირება
  • განვითარებისთვის აუცილებელი პროგრამული უზრუნველყოფის გაცნობა
  • კონკრეტულ და ზუსტად შერჩეულ სეგმენტზე მუშაობა
  • ჰეშთეგების მუშაობის პრინციპი და მათ ვალიდურობა
  • პრაქტიკული დავალება

ლექცია 6

კონტენტის გაყიდვა

  • ყველა იმ პლატფორმის განხილვა, სადაც ხდება საკუთარი კონტენტის კომერციალიზაცია
  • ფინანსური სარგებელის ნახვა Instagram, Eyeam, Flickr, Booking პლატფორმების დახმარებით
  • სოციალური მედიის ინფლუენსერების სამყაროში თავის დამკვიდრებისთვის გასავლელი ყველა საჭირო ეტაპის განხილვა

ფინალური გამოცდა

  • თბილისის ქუჩებში სურათების გადაღება და შემდგომ მათი შეფასება

ტრენერები

გიორგი ჯანიკაშვილი