fbpx

კურსის აღწერა

კურსის განმავლობაში ციფრულ მარკეტინგში არსებულ ცოდნას ტექნიკური უნარებით გაიმყარებ. უკეთ გაიაზრებ რამხელა მნიშვნელობა აქვს მონაცემებზე დაყრდნობით მიღებულ მარკეტინგულ გადაწყვეტილებას. 

დაესწრები კურსს, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს. გაიგებ, როგორ იმუშაო Google Analytics-ში, Google Tag Manager-ში, Looker Studio-შიდა DV360-ში უფრო ეფექტურად.

კურსის დასრულების შემდეგ შენ სრულყოფილი ცოდნა გექნება ციფრული მარკეტინგის მთლიანი ეკოსისტემის შესახებ.

კურსის მენტორები

ელენე ბიბილეიშვილი

ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი

,,ჩემი მიზანია, სტუდენტებმა დაინახონ და ისწავლონ მონაცემებზე დაყრდნობით მიღებული მარკეტინგული გადაწყვეტილებების როლი და მნიშვნელობა.“

ბავშვობიდან აინტერესებდა მარკეტინგი. სურდა, რომ საკუთარი პროფესია ამ სფეროსთან დაეკავშირებინა. სკოლის დამთავრების შემდეგ დაიწყო ამ მიმართულებით სწავლა GIPA-ს უნივერსიტეტში. შემდეგ კი სწავლა განაგრძო საფრანგეთში, ლილის უნივერსიტეტში. 

ამ პერიოდში აქტიურად მუშაობდა ნაშრომებზე: “ციფრული მარკეტინგის როლი თანამედროვე საზოგადოების განვითარებაში” და “რეკლამის ენობრივი სტრუქტურა ფსიქოლინგვისტური ასპექტებით”.

სამუშაო გამოცდილება დაიწყო ერთ-ერთ საავტომობილო სტარტაპში სტაჟიორის პოზიციაზე ციფრული მარკეტინგის მიმართულებით. ამის შემდეგ გადაინაცვლა კომპანია “რეფორმერში” ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელის პოზიციაზე. პარალელურად მუშაობდა ფრილანსერად.

2021 წელს შეუერთდა LC Tbilisi-ს გუნდს, ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელის პოზიციაზე. 2022 წელს კი მართავდა “სუფთა სახლის” ციფრული მარკეტინგის გუნდს ელექტრონული კომერციის მიმართულებით. 

ამჟამად არის #1 ქართული ციფრული მარკეტინგული პლატფორმის – Ad Summit-ის CEO და თანადამფუძნებელი, იკავებს Senior Digital Marketing Specialist-ის პოზიციას Noxtton-ში და არის Digital Marketing Lead-ი შემდეგ კომპანიებში: Hapttic, Kettari, CASE.  

ფლობს სერტიფიკატებს: Analytics Mania: Data Marketing & Analytics, SEM Academy: Search Engine Marketing, Google: Data Analytics, Display & Video Marketing, PPC Advertising, Senior Ads: Programmatic Advertising.

მეხუთე წელია, რაც აქტიურად მუშაობს, როგორც ციფრული მარკეტერი. ამ პერიოდის განმავლობაში უმუშავია ისეთ პროექტებზე, როგორიც არის: 

Adjara Group, USAID, სუფთა სახლი, Lopota Lake Resort & Spa, Reformer, LC Tbilisi, Hapttic, Noxtton, Tsinandali Festival, Radisson Group, Red Cross, ნატახტარი, ACI და სხვა.

კურსის სილაბუსი


Workshop 1 – შესავალი Data-Driven ციფრულ მარკეტინგში

  • ციფრული მარკეტინგის შესავალი და ძირითადი პრინციპები
  • ციფრული მონაცემების როლი და მნიშვნელობა ციფრულ მარკეტინგში
  • ძირითადი პლატფორმები ციფრული ანალიტიკისთვის

Workshop 2 – GA4-ის შესავალი

  • Google Analytics 4-ის მიმოხილვა
  • Account Set Up
  • ვებ-გვერდთან და აპლიკაციასთან დაკავშირება
  • ფუნქციონალის განსაზღვრა
  • ინტერფეისის მიმოხილვა

Workshop 3 – GA4-ის ძირითადი მოდულები

  • ადმინ პანელი GA4-ში
  • რეპორტების სექცია
  • როგორ გამოვიყენოთ Explorations?
  • რას ნიშნავს Events Based Analytics?

Workshop 4 – Google Tag Manager-ის შესავალი 

  • პლატფორმის მიმოხილვა
  • ფუნქციონალის განსაზღვრა
  • Tags, Triggers, Variables
  • რა არის Data Layer?
  • საჭირო Chrome Extension-ები
  • Facebook, Google Ads და Google Analytics GTM-თან მიმართებაში
  • Template-ების გამოყენება
  • Environments, Workspaces და Versions GTM-ში

Workshop 5 – Google Tag Manager-ის შესაძლებლობები

  • Google Tag Manager-ის Data Model-ი
  • როგორ წავიკითხოთ ინფორმაცია Data Layer-იდან?
  • Engagement ტრექინგი და ძირითადი თეგები
  • თეგები Google Analytics-ისთვის
  • თეგები Facebook-ისთვის
  • როდის გვჭირდება Conversion Linker Tag?

Workshop 6 – GA4-ის გაგრძელება

  • აუდიტორიების გენერაცია
  • Advertising სექცია
  • Configure სექცია
  • ივენთები, კონვერსიები
  • ივენთების გაგზავნა
  • DebugView-ს გამოყენება

Workshop 7 – თრექინგი GTM-ში

  • Cross-Domain & Sub-Domain Tracking
  • Single Page Application-ის გამოწვევები
  • სხვადასხვა ტიპის თეგები
  • თრიგერთა ჯგუფები
  • ივენთების გაგზავნა
  • რისთვის შეიძლება დაგვჭირდეს HTML & CSS?

Workshop 8 – E-Commerce Tracking GTM-ში

  • რა არის E-Commerce Tracking?
  • როგორ დავთვალოთ E-Commerce კონვერსიები Google Analytics-ში?
  • რისთვის უნდა გამოვიყენოთ dataLayer.push-ები?
  • თასქები დეველოპერებისთვის
  • E-Commerce Tracking for GA4
  • ივენთების რამდენიმე მაგალითი

Workshop 9 – E-Commerce Tracking-ის გაგრძელება თრექინგი GTM-ში დეტალურად

  • E-Commerce Tracking-ის სრული აწყობა
  • Extended Facebook pixel setup
  • როგორ ვიმუშაოთ რამდენიმე დომეინზე ერთ კონტეინერში

Workshop 10 – თრექინგი GTM-ში დეტალურად

  • Tags, Triggers, Variables განსხვავებული ტიპები და გამოყენების პრინციპები
  • Element Visibility
  • Form Submission
  • YouTube Tracking

Workshop 11 – Display & Video 360 (DV360)

  • DSP, SSP
  • რა არის DV360?
  • რა განსხვავებაა Google Ads და DV360-ს შორის?
  • DV360-ის უპირატესობები
  • პლატფორმის მიმოხილვა 
  • Display & Video კამპანიების აწყობა 
  • Floodlight-ების კონფიგურაცია და GTM-ის გამოყენება 

Workshop 12 – Looker Studio (Google Data Studio) და რეპორტინგი 

  • Რა არის Looker Studio (a.k.a Google Data Studio)?
  • Როდის უნდა გამოვიყენოთ Looker Studio?
  • როგორ ვიმუშაოთ LS-ში?
  • LS-ის დეშბორდი და ვიზუალიზაცია
  • LS-ის ძირითადი პრინციპები
  • ფინალური დავალების განხილვა