fbpx

გრაფიკული დიზაინის კურსის განმავლობაში ისწავლი Adobe Photoshop-სა და Illustrator-ს ნულიდან. გაიგებ, როგორ უნდა იმუშაო ტიპოგრაფიასთან, ფორმებთან, ფერებთან, კომპოზიციასთან. გაეცნობი დიზაინის შექმნის გზებს, ფონტების შერჩევას, ფერების შეთავსებას, საბეჭდი ფაილების გამზადებას და ბრიფზე მუშაობას. 

პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე დაყრდნობით გაიგებ, როგორ გადმოსცე კომპლექსური იდეები ერთი გამოსახულებით. შეიძენ ისეთ უნარებს, რომელიც გრაფიკულ დიზაინერად ჩამოყალიბებაში დაგეხმარება.

კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ, რომ შექმნა დასამახსოვრებელი პორტფოლიო, იმუშაო ინდივიდუალურ პროექტებზე ან რომელიმე კომპანიაში გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

კურსის მენტორები

თაზო მეიფარიანი

სინიორ გრაფიკული დიზაინერი

ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიწყო ციფრული ილუსტრაციების ხატვა. აქტიურად იყენებდა ფოტოშოპს და აქედან გაუჩნდა ინტერესი კონკრეტულად გრაფიკული დიზაინის მიმართ.

2018 წლიდან აქტიურად ჩაერთო ინდუსტრიაში.

მისი პროფესიული გამოცდილება ,,თაობის“ (საერთაშორისო კინოფესტივალი) გუნდში მოხვედრიდან იწყება. ამის შემდეგ სტამბა ,,სეზანში“ დაიწყო მუშაობა, სადაც მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა.

მალევე შეუერთდა ,,Socialsharks“-ის გუნდს, გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე. კრეატიულ სააგენტოში მუშაობამ კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადა მისი გამოცდილება და ხედვა.

ამჟამად არის სინიორ გრაფიკული დიზაინერი კომპანია ,,Socialboost-ში“. ასევე მუშაობს, როგორც ფრილანს დიზაინერი. 

უმუშავია შემდეგი კომპანიებისთვის: Colliers International, TBC Bank, TBC Pay, Glovo, Bank of Georgia, Socialboost და ა.შ.

გრაფიკული დიზაინის საბაზისო კურსის სილაბუსი

Workshop 1

თეორია:

  • რა არის გრაფიკული დიზაინი / ვიზუალური კომუნიკაციის მაგალითები
  • დიზიანის მიმართულებები და ვიზუალური ტენდეციები
  • პროგრამების შედარება

პრაქტიკული ნაწილი:

  • Photoshop-ის ინტერფეისი და საბაზისო ხელსაწყოები
  • ახალი დოკუმენტის შექმნა / შენახვა
  • Regtangular tool-ის, Regtangular marque tool-ის, Paint bucket tool-ის გამოყენება.
  • Layers-ის მნიშვნელობა

Workshop 2

თეორია:

  • ვიზუალური კომუნიკაციის უპირატესობები
  • Eye Flow – თვალის ტრაექტორიის დაგეგმვა
  • სათქმელის იერარქია
  • დიზაინერების სტილის გაცნობა

პრაქტიკული ნაწილი:

  • პარამეტრების მოდიფიცირება, სამუშაო გარემოს მორგება
  • საბეჭდი ფაილის მომზადება, ვიზუალის აწყობა და შენახვა შესაბამის ფორმატში
  • Image-დან კადრის ამოჭრა Select tool-ების დახმარებით

Workshop 3

თეორია:

  • გრაფიკული ბადის გამოყენება და მნშვნელობა გრაფიკულ დიზაინში
  • კომპოზიცია (ჩარჩო, white space…)
  • Სიმეტრიული ბალანსი, ოქროს შუალედი, ფოკუსის წერტილი

პრაქტიკული დავალება:

  • გრაფიკული ბადის გამოყენებით საინფორმაციო პოსტერის შექმნა
  • Შრიფტის შერჩევა, გადმოწერა, დაინსტალირება.
  • Image-დან კადრის ამოჭრა Select tool-ების დახმარებით

Workshop 4

Პრაქტიკული ნაწილი

  • რეტუშირება
  • კლონირება
  • დაზიანებული ფოტოსურათის აღდგენა, დამუშავება
  • ობიექტების დამუშავება, კორექტირება, ფერის ცვლილება

Workshop 5

Პრაქტიკული ნაწილი

  • Სახატავი თულის გამოყენება
  • Ბრაშის და პატერნის შექმნა
  • Ბრაშის ატრიბუტები
  • Channels-ის მნიშვნელობა
  • Frame Animation / Video timeline

Workshop 6

თეორია:

  • Შრიფტის ისტორია
  • ტიპოგრაფიის დანიშნულება დიზაინში
  • ფონტის სტილები

პრაქტიკული ნაწილი:

  • Შრიფტთან და ტექსტურ ობიექტებთან მუშაობა
  • Შრიფტის ობიექტად გადაქცევა და მოდიფიცირება
  • ტექსტის ატრიბუტები

Workshop 7

თეორია:

  • Როგორ ვხედავთ ფერებს
  • ფერთა ჰარმონიის თეორია
  • ფერების ბორბალი, ფერების მოდელები CMYK / RGB, გამოყენების სფეროები
  • ფერების ბიბლიოთეკის შექმნა / swatches
  • ფერების მნიშვნელობა ლოგოს დიზაინში

პრაქტიკული ნაწილი:

  • ფერების კორექცია (levels, curves, hue-saturation….)
  • გაღიავება, დამუქება, ფერის ინტესივობა

Illustrator

Workshop 8

Პრაქტიკული ნაწილი

  • Illustrator-ის ინტერფეისის გაცნობა
  • Პარამეტრების მოდიფიცირება, სამუშაო გარემოს მორგება
  • Layers-ის და Artboard-ის მნიშვნელობა
  • ფორმატის შექმნა, ცვლილება, შენახვა.
  • ვექტორული გამოსახულებების შექმნა და მართვა.

Workshop 9

Პრაქტიკული ნაწილი

  • Სახატავი ხელსაწყოს გამოყენება, მხების მართვა.
  • swatches / gradient-ის გამოყენება.
  • ფერების ბიბლიოთეკის შექმნა.

Workshop 10

თეორია:

  • ნამუშევრების სწორად შეფუთვა, რა გავითვალისწინოთ და როგორ დავიწყოთ ფინალურ პროექტზე მუშაობა.

Პრაქტიკული ნაწილი

  • Შრიფტთან და ტექსტურ ობიექტებთან მუშაობა
  • Შრიფტის შერჩევა, მოდიფიცირება, ობიექტად გადაქცევა.
  • ფოტოსურათის ვექტორად გადაქცევა (image trace)
  • Moodboard-ის მნიშვნელობა და მომზადება / mock-up

Workshop 11

Პრაქტიკული ნაწილი

  • Საბეჭდი ფაილის მომზადება
  • Გრაფიკული ბადის გამოყენება, მართვა.
  • ვექტორული ბრაშების დაინსტალირება, პატერნის შექმნა.
  • 3D effects (extrude & bevel, revolve, rotate), blend tool, mesh tool

Workshop 12

Პრაქტიკული ნაწილი

  • ლოგოს წესების დაცვა (ბრენდბუქი)
  • Სკანირებული ლოგოს, ვექტორულ ფორმატში გადაყვანა

Workshop 13

Პრაქტიკული ნაწილი 

  • დამკვეთთან სწორი კომუნიკაცია:
  •  Ბრიფთან მუშაობა 
  • სტამბასთან ურთიერთობა:
  • Საბეჭდი ფაილის სტანდარტული ზომები
  • ჭრის ხაზების (bleeds) მნიშვნელობა 
  • საბეჭდი ფერები;
  • სწორი საბეჭდი ფორმატები;
  • დანის და ნახაზების მნიშვნელობა, სწორედ გამოყენება

Workshop 14

  • Ფინალური პროექტების წარდგენა