ქოფირაითინგის კურსი

სპიკერი

გიორგი ქუცა რუხაძე
კრეატიული სააგენტო HOLMES&WATSON-ის უფროსი ქოფირაითერი
სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა სატელევიზიო გადაცემებზე, საარჩევნო
კამპანიებზე, საქველმოქმედო პროექტებზე და სხვა ღონისძიებებზე.


2014 წლიდან მუშაობს კრეატიული სააგენტო HOLMES&WATSON-ის
ქოფირაითერის, ხოლო 2016 წლიდან უფროსი ქოფირაითერის პოზიციაზე
HOLMES&WATSON-ში მოღვაწეობის პერიოდში იმუშავა 100-ზე მეტი
ბრენდის 500-ზე მეტ კამპანიაზე. მათ შორის თიბისი ბანკი, ევროპაბეთი,
ელიტ ელექტრონიქსი, კულტურის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო,
აისი, ალტა, ბილაინი და სხვა.

კურსის აღწერა

ქოფირაითინგის კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტები შეძლებენ
სცენარის, სლოგანის, სტატიების და სხვა სახის ტექსტების ლაკონურად,
გამართულად წერას. პერსონაჟის შექმნას. სლოგანზე და ვოისოვერზე
მუშაობას.
სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებმა შეძლონ სარეკლამო და
არამარტო სარეკლამო ტექსტზე სრულფასოვანი მუშაობა და მათი აღქმა.
კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტები დაესწრებიან მთლიან
პროცესს თუ როგორ ხდება მოცემულ საკითხებზე მუშაობა სარეკლამო
სააგენტოში.

კურსის სილაბუსი

ლექცია 1

დრამატურგია

  • როგორ მოვყვეთ ამბავი საინტერესოდ
  • როგორ განვავითაროთ ისტორია
  • როგორ დავწეროთ სცენარი

ლიტერაურა

The Power of Scriptwriting!—Teaching Essential Writing Skills through. By Peter Gutiérrez, By teachers college press, Columbia University, 2014.

Chapter 1. Connecting stage to screen

ლექცია 2

პერსონაჟის შექმნა

  • როგორ შევქმნათ მთავარი გმირი
  • როგორ გამოვკვეთოთ მისი ხასიათი
  • როგორ გავხადოთ პერსონაჟის ქცევა ადეკვატური
  • პრაქტიკული სამუშაო

ლექცია 3

კადრირების აღწერა

  • როგორ შევუსაბამოთ ფოტოს/ნახატს არსებული ტექსტი
  • როგორ გავაცოცხლოთ დაწერილი სცენარი
  • პრაქტიკული სამუშაო

ლიტერაურა

Strategic Copywriting: How to Create Effective Advertising, By Edd Applegate, Rowman & littlefield piblishers. 2005

Chapter 3. Headlines and slogans

ლექცია 4

ლაკონური ტექსტი

  • როგორ მოვყვეთ ამბავი მოკლედ და გასაგებად
  • როგორ ვწეროთ ო. ჰენრის მსგავსად
  • პრაქტიკული სამუშაო

ლექცია 5

კონცეფციის აღწერა

  • როგორ ჩამოვაყალიბოთ მთავარი სათქმელი
  • როგორ ვუპასუხოთ მოცემულ ამოცანას (ბრიფს)
  • როგორ ავსახოთ კონცეფცია რგოლში/კამპანიაში
  • პრაქტიკული სამუშაო

ლიტერაურა

Alternative Scriptwriting: Successfully Breaking the Rules. By Ken Dancyger, Jeff Rush. By Focal press. 2013

Chapter 21. Dramatic voice/ Narrative voice

ლექცია 6

სათაური / მესიჯი

  • როგორ დავაინტერესოთ მკითხველი პირველი გვერდიდან
  • როგორ დავაგვირგვინოთ სათქმელი ერთი წინადადებით
  • სამაგალითო კამპანიების განხილვა

ლიტერაურა

Advertising Management : Theory & Practice, By Dr. Mahendra Kumar Padhy. By University science press. 2011 – Chapter 1.10 Definition of concepts / 2.9 Market segmentation

Alternative Scriptwriting: Successfully Breaking the Rules. By Ken Dancyger, Jeff Rush. By Focal press. 2013 – Chapter 14, Main and secondary characters

ლექცია 7

ფინალური გამოცდის ბრიფი

  • ფინალური გამოცდის ბრიფის განხილვა
  • სამაგალითო კამპანიების განხილვა

ლექცია 8

ფინალური გამოცდა


ტრენერები

Copywriting

გიორგი ქუცა რუხაძე