ქოფირაითინგის კურსის განმავლობაში გაივლი იმ პროცესს, რასაც ქოფირაითერი ბრიფზე მუშაობისას გადის. ისწავლი, როგორ დააგენერირო კრეტიული იდეები და როგორ გადმოსცე ისინი გამართული, ლაკონიური ტექსტით. გაეცნობი პრინციპებს, რომელიც ქოფირაითერს ეხმარება ორიგინალური კომუნიკაციის შექმნაში.
ქოფირაითერი, კრეატიული დირექტორი
მისთვის არასდროს იყო დამთრგუნველი საყვარელი გადაცემის მიმდინარეობისას რეკლამის დაწყება. ყოველთვის უყურებდა და მოსწონდა საინტერესო, უნიკალური რეკლამა.
მის ყოველდღიურობაში დიდი ადგილი უკავია ფოტოგრაფიას, კინოს და ლიტერატურას. მოსწონს ყველაფრის კეთება, რაც ამბის თხრობის ხელოვნებას უკავშირდება.
სამართლის ბაკალავრიატს ამთავრებდა, როდესაც ქოფირაითინგი გამოჩნდა მის ცხოვრებაში. კრეატიულ ინდუსტრიაში 2017 წელს მოხვდა, როდესაც ციფრულ-კრეატიულ სააგენტო “ლივინგსტონში” დაიწო მუშაობა. ლივინგსტონში მიღებული 5-წლიანი გამოცდილების შემდეგ, გადავიდა საკონსულტაციო სააგენტო “მაგსმენში” კრეატიულ დირექტორად. ამ დროის განმავლობაში მის გუნდთან ერთად მუშაობდა ისეთი ბრენდებისა და ინსტიტუტების საკომუნიკაციო კამპანიებსა თუ ბრენდინგზე, როგორიც არის: Liberty, Cashback, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, დარიანი, საქართველოს რკინიგზა და სხვა.
ინდივიდუალური პროექტები: დარიანი (ნეიმინგი, ბრენდინგი), ტექნიკური უნივერსიტეტის რებრენდინგი, ქეშბექის კრეატიული კამპანიები და სხვა.
ქოფირაითერი
2017-დან 2020 წლამდე იყო კრეატიული ციფრული სააგენტო LEAVINGSTONE-ის ქოფირაითერი. სანამ კრეატიულ ინდუსტრიაში აღმოჩნდებოდა, ჟურნალისტიკაზე სწავლობდა და ამ განხრით ტელევიზიასა და ბეჭდურ მედიაში მუშაობდა. ლივინგსტონში, წერის სიყვარულმა და მოზღვავებულმა იდეებმა მიიყვანა.
კრეატიულ სააგენტოში გატარებული წლების განმავლობაში, სოციალურ მედიაში სხვადასხვა ბრენდის იმიჯის შექმნაზე მუშაობდა,
მათ შორის: თბილისი გარდენსზე, ტერაბანკსა და ტერა ბოტინზე.
გარდა ამისა, ჩართული იყო კამპანიების შექმნის პროცესში და კრეატიულ კონკურსებშიც იღებდა მონაწილეობას.
ამ ეტაპზე, ახალი პროფესიული ინტერესებიც გაუჩნდა, თუმცა ქოფირაითინგის მიტოვებას არ აპირებს და დაგროვებულ გამოცდილებას
ქოფირაითინგით დაინტერესებულ ადამიანებს გაუზიარებს.
პროლოგი
სოციალური მედია — მარკეტინგის ახალი ეპოქა
სოციალური მედიის სიღრმეებში შესვლა
ვორქშოპული შეხვედრა
კამპანიების შესავალი
ამოცანის პირობა
ინსტრუმენტების კრეატიული გამოყენება
პრინტი & პრაქტიკა
მზადება გამოცდისთვის
ფინალური გამოცდა