fbpx

3D დიზაინის კურსი

კურსის აღწერა

კურსის განმავლობაში ისწავლი სამგანზომილებიან გრაფიკაზე მუშაობას. დაეუფლები საბაზისო ტექნიკას, რომლის ცოდნაც აუცილებელია 3D რენდერის შესაქმნელად.

გაეცნობი ანიმაციის ძირითად პრინციპებს Cinema 4D-ში. პრაქტიკული სამუშაოების დახმარებით შეძლებ, რომ გაიუმჯობესო უნარები მოდელირების, ანიმაციისა და ვიზუალიზაციის სფეროში.

საბოლოოდ შეძლებ, რომ დასაქმდე ტელევიზიაში, სარეკლამო სააგენტოში ან ნებისმიერ სხვა კომპანიაში 3D არტისტად.

კურსის მენტორები

გიორგი ოქროპირიძე

3D სპეციალისტი

“3D სფერო გვთავაზობს გავაცოცხლოთ ყველაფერი ის, რაც ჩვენს წარმოსახვაშია, ყველანაირი დაბრკოლების გარეშე.

2017 წლიდან მუშაობს მოუშენ გრაფიკის სფეროში. ბოლო 2 წელია მისი საქმიანობა მოიცავს 3D ანიმაციას და რენდერს.           

მუშაობდა ტელეკომპანია ,,ფორმულაში“, მოუშენ გრაფიკოსის პოზიციაზე. ამჟამად არის ფრილანსერ 3D სპეციალისტი.

უმუშავია, როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბრენდებზე, მათ შორის: BMW USA, DIOR, Assetto Corsa, კონრად ადენაუერის ფონდი და ა.შ.

კურსის სილაბუსი

Ვორქშოპი 1

შესავალი Cinema 4D-ში

  • 3D გრაფიკის პერსპექტივა და შინაარსი
  • 3D გრაფიკის როლი, სოციალურ მედიაში ტელე გადაცემებსა და კინო ინდუსტრიაში
  • განსხვავება 2D და 3D გრაფიკას შორის
  • საჭირო იდეების მოძიება და კრეატიული მიდგომები
  • პირველი შეხება Cinema 4D-სთან (ინტერფეისის შესწავლა და პარამეტრების კონფიგურაცია)

Ვორქშოპი 2

ანიმაცია და დინამიკა

  • ანიმაციის პარამეტრები (Keyframes)
  • F-Curve მენეჯერი
  • მყარი სხეულების დინამიკა
  • რბილი სხეულების დინამიკა

Ვორქშოპი 3

  •        ობიექტის იერარქიის შესწავლა
  •         ობიექტის შექმნა და ტრანსფორმაცია
  •         ობიექტების ანიმაცია და კოორდინატების კონტროლი
  •         MoGraph ობიექტები და ეფექტორები
  •         Cloner და Plain ეფექტორები
  •         Voronoi Fracture და Push Apart ობიექტები

Ვორქშოპი 4

Octane render, კომპოზიცია და სცენის აწყობა

  • Octane render ძირითადი პარამეტრები
  • მატერიალების განხილვა
  • მარტივი ობიექტების შექმნა კომპოზიციისთვის
  • კომპოზიციის შექმნა და ობიექტების სწორი განლაგება
  • სხვადასხვა ფუნქციების მიმაგრება ობიექტებზე და მათი ანიმაცია

Ვორქშოპი 5

Octane render, 3D კამერის ანიმაცია და პარამეტრები

  • ტექსტურების მიხედვით მატერიალის აწყობა/დამუშავება
  • Quixel Bridge
  • Polyhaven
  • განსხვავებები კამერის ობიექტსა და ედიტორ კამერას შორის 
  • განსხვავება ხედვის სფეროსა და ასპექტის თანაფარდობის შორის (field of view and aspect ratio)
  • დინამიკური კამერის ანიმაცია
  • ანიმირებული ობიექტების სინქრონიზაცია კამერასთან

Ვორქშოპი 6

Plugin-ების და დამატებითი 

  • განათების ტიპები და მათი პარამეტრები
  • სურათზე დაფუძნებული განათება (HDRI & TEXTURE Enviroment)
  • მატერიალები და ტექსტურები
  • სურათისა და ვიდეოს დარენდერების მეთოდები და მათი პარამეტრები
  • Forester, Gorilacam, Magic Solo Plugins

Ვორქშოპი 7

  • კომპოზიციის შექმნა
  • მარტივი ობიექტების შექმნა და შესაბამისი განლაგება
  • მატერიალების მინიჭება
  • განათების სწორი განლაგება
  • კამერის სწორი პარამეტრები და ანიმაცია
  • პროექტის საბოლოო ვიზუალი (რენდერი)

Ვორქშოპი 8

სიმულაციები და ეფექტები

  • VDB Clouds
  • FOG Volume
  • Embergen FX 
  • Realflow
  • TurbolenceFD

Ვორქშოპი 9

  • 3D Motion Tracking 

Ვორქშოპი 10

კურსის შეჯამება

  • საფინალო პროექტის წარდგენა, უკუკავშირის გაცემა